საქართველოს მდგრადი განვითარების საერთაშორისო სააგენტოს შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
131
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-04-06
გამოქვეყნების თარიღი
2000-04-13
სარეგისტრაციო კოდი
010.240.000.05.002.001.
საქართველოს მდგრადი განვითარების საერთაშორისო სააგენტოს შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №131

2000 წლის  6 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს მდგრადი განვითარების საერთაშორისო სააგენტოს შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 3 ივნისის №349 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს მდგრადი განვითარების საერთაშორისო სააგენტო – როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ.მარცხულავა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დააფუძნონ საქართველოს მდგრადი განვითარების საერთაშორისო სააგენტო.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია