გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №74
2010 წლის 15 დეკემბერი
ქ. გარდაბანი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 10 ნოემბრის №68 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 10 ნოემბრის №68 დადგენილებაში.
მუხლი 2
1. დადგენილებით მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„8. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი