"აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-17
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016016
"აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2010 წლის 10 დეკემბერი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2010 წლის 18 ნოემბრის №134 სამართლებრივი შენიშვნის საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, კერძოდ:

შეიცვალოს დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                             დ. თოფურია

კრებსითი — სრული ვერსია