საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №97
2000 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
ჯ. ხეცურიანისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ჯონი ხეცურიანს უფლებამოსილება, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის თაობაზე.
ე. შევარდნაძე