"სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-17
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.168.016017
"სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2010 წლის 13 დეკემბერი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებელი განისაზღვროს კვარტალში 2 200 ლარით.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე მოსაკრებელი განისაზღვროს კვარტალში 5 300 ლარით“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                        ზ. ზედელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია