აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №57
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს არქივების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 3 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება–საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოები – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს არქივების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 3 თებერვლის №10 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №14 (23.079), გვ. 9-10) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების დაფინანსება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით საარქივო სამართველოსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე