საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №37
2000 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
დ. ონოფრიშვილისა და ვ. შუბლაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს დავით ონოფრიშვილს და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ვაჟა შუბლაძეს, რომ მათ ხელი მოაწერონ საქართველოში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ ლიბანის კომპანია „პიკ მენეჯმენტსა“ და საქართველოს შორის „სასესხო ხელშეკრულებას“.
ე. შევარდნაძე