საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის დირექციის და გზების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის დირექციის რეორგანიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2000-02-08
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.05.002.001.
საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის დირექციის და გზების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის დირექციის რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №32

2000 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის დირექციის და გზების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის დირექციის რეორგანიზაციის შესახებ

1.  რეორგანიზებულ იქნენ საქართველოს საავტომო­ბილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის დირექცია და გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის დირექცია – კერძო სამართლის იურიდიულ პირებად – საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედ­ველობის დირექციად და საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის ზედამხედველობის დირექციად.

2.  საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების“ მე-10 თავიდან ამოღებულ იქნეს მე-3 და მე-4 პუნქტები.

3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხელი შეუწყოს გზების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის და გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის დირექციების რეორგანიზაციას კერძო სამართლის იურიდიულ პირებად.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია