საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №666
1999 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
გ. ჭუმბურიძისათვის და ბ. სარალიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი ჭუმბურიძესა და საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბორის სალარიძეს, რათა მათ აწარმოონ მოლაპარაკება საქართველოსა და კუვეიტის ფონდ „არაბთა ეკონომიკური განვითარებისათვის“ შორის გზების რეაბილიტაციისათვის სასესხო შეთანხმების პროექტის ტექსტის მიღების მიზნით.
ე. შევარდნაძე