ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
638
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-12-02
გამოქვეყნების თარიღი
1999-12-08
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.001.
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №638

1999 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ 1950 წლის ევროპის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად:

1. დაეკისროს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ევროსაბჭოს ორგანოებთან სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქცია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

2. გაიზარდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა  ორი თანაწარმომადგენლის, მრჩევლისა და სპეციალისტის საშტატო ერთეულით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს აღნიშნული საშტატო რიცხოვნობა და მასთან დაკავშირებული ხარჯები.

4. შესაბამისმა უწყებებმა წარუდგინონ სახელმწიფოს წარმომადგენელს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მასალა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის თაობაზე, საქართველოს ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ჯ. ხეცურიანი) მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცოს აღნიშნული სამსახურის დებულება და წარმოადგინოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის N346 ბრძანებულებაში.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია