საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №996
2010 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,კოსმოსური სივრცის კვლევისა და გამოყენებისათვის ერთობლივი საქმიანობის შესახებ” შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე
1. შეწყდეს საქართველოს მიმართ ,,კოსმოსური სივრცის კვლევისა და გამოყენებისათვის ერთობლივი საქმიანობის შესახებ” 1991 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების მოქმედება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე.
მ. სააკაშვილი