სააქციო საზოგადოება ,,თეცის" აქციათა 90% პროცენტის პირდაპირი მიყიდვის წესით სააქციო საზოგადოება ,,საქგაზისათვის" მიყიდვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
613
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-11-02
გამოქვეყნების თარიღი
1999-11-05
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.001.
სააქციო საზოგადოება ,,თეცის" აქციათა 90% პროცენტის პირდაპირი მიყიდვის წესით სააქციო საზოგადოება ,,საქგაზისათვის" მიყიდვის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №613

1999 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „თეცის“ აქციათა 90 პროცენტის პირდაპირი მიყიდვის წესით სააქციო საზოგადოება „საქგაზისათვის“ მიყიდვის შესახებ

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის 1999 წლის 8 ოქტომბრის №14 (20) ოქმის საფუძველზე:

1. სააქციო საზოგადოება „თეცის“ აქციათა 90 პროცენტი, პირდაპირი მიყიდვის წესით, 150 (ას ორმოცდაათი) ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში მიეყიდოს სააქციო საზოგადოება „საქგაზს“.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკ­ლება) განახორციელოს სააქციო საზოგადოება „თეცის“ აქციათა 90 პროცენტის პირდაპირი მიყიდვის წესით სააქციო საზოგადოება „საქგაზისათვის“ მიყიდვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია