სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე საფასურის გადახდის სისტემის მოწესრიგების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
599
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-10-24
გამოქვეყნების თარიღი
1999-10-29
სარეგისტრაციო კოდი
300.390.000.05.002.001.
სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე საფასურის გადახდის სისტემის მოწესრიგების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №599

1999 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე საფასურის გადახდის სისტემის მოწესრიგების შესახებ

„საქართველოს საპატენტო კანონისა“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე საფასურის გადახდის სისტემის მოწესრიგების მიზნით:

1. 1999 წლის 1 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 ივნისის №664 დადგენილება „სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლებების დაცვისა და მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“.

2. 1999 წლის 1 ნოემბრამდე „საქპატენტში“ შესული გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშისა და სასაქონლო ნიშნის განაცხადების განხილვის, პატენტის გაცემისა და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოხდეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 ივნისის №664 დადგენილების მიხედვით.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია