"გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ"გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
62
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-16
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.148.016028
"გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ"გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №62

2010 წლის  10  დეკემბერი

ქ. გორი

 „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 1. „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 თებერვლის №24 დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,5. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კვარტალში 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2250 ( ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;                           

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5625 (ხუთი ათას ექვსას ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით;               

ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რაელიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

  საკრებულოს თავმჯდომარე    ზ. ხმალაძე

კრებსითი — სრული ვერსია