გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №61
2010 წლის 10 დეკემბერი
ქ. გორი
,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საკრებულოში შემოსულ პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე