„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-16
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.112.016018
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2010 წლის 10 დეკემბერი

 ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №38 დადგენილებაში (სსმ V, №46, 3.11. 2010წ.) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი თანდართული ოქმის ფორმა (დანართი №1).“;

ბ) დადგენილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი თანდართული ოქმის ფორმა (დანართი №2).“;

გ) დადგენილების დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N------- “;

დ) დადგენილების დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N--“;

ე) დადგენილების დანართი №1-ისა და დანართი №2-ის მთელი ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „(ხელშეკრულება)“, „(ხელშეკრულებას)“, „(ხელშეკრულების)“, „(ხელშეკრულებით)“ „(ხელშეკრულებასთან)“ „(სახელშეკრულებო)“ .

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          რ. ჩიტიძე

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია