„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №78 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
278
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-15
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.030.016004
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №78 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთ ა მინისტრის

ბრძანება №27 8

2010 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №78 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის № 206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №78 ბრძანებით (სსმ III, 29.03.2010 წ., № 32, მუხ.480) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მინისტრის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მინისტრისა და სამინისტროს სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონ დენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების შესრულების კონტროლი, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება.“.

2. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მინისტრის სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონ დენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების შესრულების კონტროლი;“.

3. მე-2 მუხლს დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ1) სამინისტროს სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და შესაბამის ადრესატებზე გაწერა;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

კრებსითი — სრული ვერსია