ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2010 წლის 7 დეკემბერი
დაბა ხელვაჩაური
„თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის №42 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №41, 21.10.2010, გვ.230–235) დამტკიცებულ თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობის გარეშე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპურ ფორმასა და თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპურ ფორმაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ტექსტში სიტყვა ,,ხელშეკრულება“ შეიცვალოს სიტყვებით ,,ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება“;
ბ) სიტყვები ,,სამეწარმეო რესტრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე