საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების სარეალიზაციო მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს ეროვნული დელეგაციის დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
527
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-09-06
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-10
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.05.002.001.
საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების სარეალიზაციო მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს ეროვნული დელეგაციის დანიშვნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №527

1999 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების სარეალიზაციო მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს ეროვნული დელეგაციის დანიშვნის შესახებ

დაინიშნოს საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების სარეალიზაციო მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს ეროვნული დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით:

1. მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი,  ეროვნული დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე.

2. ზვიად კვაჭანტირაძე – საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ეროვნული მდივანი.

3. ვალერი ჩეჩელაშვილი  –  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეროვნული დელეგაციის წევრი.

4. არჩილ გეგეშიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი, ეროვნული დელეგაციის წევრი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია