"გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
72
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-13
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016022
"გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №72

2010 წლის 8 დეკემბერი

ქ. გარდაბანი     

     „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დ ა ა დ გ ი ნ ა :

     მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილების მე-6 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს  ქვემოთ ჩამოთვლილი რედაქციით, ამოღებულ იქნეს მე-11 პუნქტი.

    მუხლი 2

    „მუხლი 6

ტ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ვარგისად აღიარებაზე პროექტების მომზადება და საკრებულოსათვის წარდგენა.

მუხლი 3 

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

    საკრებულოს თავმჯდომარე                            გ. ფეიქრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია