საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკების მთავრობას შორის 1999 წლის 3 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
482
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-08-10
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-18
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.001.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკების მთავრობას შორის 1999 წლის 3 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №482

1999 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის 1999 წლის 3 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის 1999 წლის 3 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს შეთანხმებები „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის“, „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „საქართვე­ლოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბ­ლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა დადება;

ბ) შეატყობინოს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებათა ძალაში შესვ­­ლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია