გაეროს მუდმივი მზადყოფნის სისტემის ფორმირებაში საქართველოს ჩართვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
470
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-08-04
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-11
სარეგისტრაციო კოდი
480.000.000.05.002.001.
გაეროს მუდმივი მზადყოფნის სისტემის ფორმირებაში საქართველოს ჩართვის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №470

1999 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

გაეროს მუდმივი მზადყოფნის სისტემის ფორმირებაში საქართველოს ჩართვის შესახებ

1. შეიქმნას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაეროს მუდმივი მზადყოფნის სისტემის ფორმირებაში საქართველოს ჩართვის საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ამირან გამყრელიძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მი­ნისტრის მოადგილე

ლევან გოგიჩაიშვილი – საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე

დავით გულუა – საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ნისტრის მოად­­გილე

ომეხ დარჯანია – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე

კახა იმნაძე          – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

ტარიელ კულულაშვილი         – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოად­­გილე

ჯემალ მარგველიძე – საქართველოს საჰაერო დეპარტამენტის თავმჯდომარე

გრიგოლ ქათამაძე         – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

2. საუწყებათაშორისო კომისიამ:

ა) მოიპოვოს მუდმივი მზადყოფნის სისტემისათვის საქარ­თველოს ძალების გეგმარების მონაცემთა ფურცლისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შექმნას ქვეყნის მუდმივი მზადყოფნის ძალების მონაცემთა ბაზა;

გ) უზრუნველყოს გაეროს მუდმივი მზადყოფნის სისტემისათვის საქართველოს ძალების მართვის სტრუქტურის ჩამოყალიბება და ორგანიზაცია;

3. კომისიამ 6 თვეში ერთხელ წარმოუდგინოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაწეული მუშაობის შედეგები.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია