საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს

დოკუმენტის ტიპი
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
1/2/434
მიმღები ორგანო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი
2009-08-27
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/2/434

ქ. ბათუმი, 2009 წლის 27 აგვისტო
(ამონარიდი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

2. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

3. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.

 

კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ბესარიონ ზოიძე

კრებსითი — სრული ვერსია