საქართველოს მთავრობის
დადგენილება №29
2005 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრების, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისა და არქიტექტორებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №229-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1708
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მწერლებს 2005 წლის 1 იანვრიდან, ხოლო რუსთაველის პრემიის ლაურეატ არქიტექტორებს 2008 წლის 1 ივლისიდან დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №89-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.636
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №229-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1708
11. ოლიმპიურ ჩემპიონებსა და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებს 2008 წლის 1 იანვრიდან დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №89-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.636
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №229-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1708
2. 2005 და შემდგომ წლებში ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრების, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისა და არქიტექტორების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №229-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1708
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №89 - სსმIII, №55, 11.04.2008წ; მუხ.636
2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №229-სსმ III, №168, 27.11.2008წ; მუხ.1708
1. ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის დადგენილება №284 - ვებგვერდი, 22.07.2011წ.