"გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №19 დადგენილებაში "სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-10
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.166.016020
"გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №19 დადგენილებაში "სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 30 ნოემბერი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის                                     №19 დადგენილებაში „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებელის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილებები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის                 31 მარტის №19 დადგენილებაში „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ და დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარის ოდენობით;

2. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5000 ლარის ოდენობით;“.

მუხლი 2

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №19 დადგენილებით „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ დამტკიცებულ „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის წესის“ მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 3

 იმ სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს მოწყობის ნებართვების მფლობელებისათვის, რომლებსაც 2010 წლის 20 ოქტომბრამდე აქვთ აღებული 2010 წლის მე-4 კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები, ამ პერიოდისათვის გადახდილი მოსაკრებელი გადაიანგარიშება შემდეგი წესით:

 ა) 2010 წლის 20 ოქტომბრიდან ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე პერიოდზე – „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის მინიმალური ოდენობის მიხედვით;

 ბ) ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 2010 წლის მე-4 კვარტალის დარჩენილ პერიოდზე – მოსაკრებლის დადგენილი ოდენობის მიხედვით.

 მუხლი 4

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე ზ. იაგანაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია