საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №384
1999 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომისტის დღის დაწესების შესახებ
საქართველოში პირველი ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის“ პირველი ნომრის გამოსვლით 1918 წლის 13 სექტემბერს (სექტემბრის მეორე პარასკევი) დაიწყო პროფესიონალ ეკონომისტთა ფართო ასპარეზზე გამოსვლა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკური საფუძვლების ჩამოყალიბების პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.
ამ თარიღის აღსანიშნავად დაწესდეს ყოველი წლის სექტემბრის მეორე პარასკევი საქართველოს ეკონომისტის დღედ.
ე. შევარდნაძე