„თიღვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-10
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.145.016005
„თიღვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2010 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,თიღვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,თიღვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №13 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაურსა და მთლიანად ტექსტში სიტყვები „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლში სიტყვები „მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა“  შეიცვალოს სიტყვებით „გამგეობის მოსამსახურეთა“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლში სიტყვები „მუნიციპალურ მოსამსახურეთა“  შეიცვალოს სიტყვებით „გამგეობის მოსამსახურეთა“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                    რ. ჭავჭავაძე

კრებსითი — სრული ვერსია