საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
347
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-06-01
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-09
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.001.
საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №347

1999 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 1997 წლის 11 ნოემბრის შეთანხმება „უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის დარგში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;

ბ) შეატყობინოს ყაზახეთის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პრო­ცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია