სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის (ISSEP) სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
343
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-05-31
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-09
სარეგისტრაციო კოდი
480.250.000.05.002.001.
სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის (ISSEP) სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №343

1999 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის (ISSEP) სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

1994 წლის ივნისიდან საქართველოში ნაყოფიერად მუშაობს სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ზუსტ მეცნიერებებში (ISSEP), რომელმაც ამ ხუთი წლის მანძილზე ქვეყნის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლბს, პროფესორებს, დოცენტებს, სტუდენტებს, ასპირანტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს. 1998 წლიდან პროგრამამ დააარსა „სოროსის საგანმანათლებლო ჟურნალი“, რომელიც უფასოდ ურიგდება საქართველოს სკოლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. დადებითად შეფასდეს სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის მიერ საქართველოში განხორციელებული მუშაობა, შემდგომშიც გაგრძელდეს მისი სახელმწიფო მხარდაჭერა და თანაბარწილობრივი დაფინანსება.

2. მოწონებულ იქნეს სოროსის საგანმანათლებლო პროგრამის, საქართველოს განათლების სამინისტროსა და ბავშვთა ფედერაციის ერთობლივი წინადადება საერთაშორისო საგანმანათლებლო-საინფორმაციო ცენტრის დაარსების შესახებ.

3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია), თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა) და ბავშვთა ფედერაციამ (კ. გილაშვილი) ყოველმხრივ შეუწყონ ხელი საერთაშორისო საგანმანათლებლო-საინფორმაციო ცენტრის დაარსებასა და მუშაობას.

ე.შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია