საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №304
1999 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1995 წლის 4 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1995 წლის 4 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე