ქ. ბაზელში 1989 წელს ხელმოწერილი ,,სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ" კონვენციასთან საქართველოს შეერთების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
232
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-05-04
გამოქვეყნების თარიღი
1999-05-13
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.001.
ქ. ბაზელში 1989 წელს ხელმოწერილი ,,სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ" კონვენციასთან საქართველოს შეერთების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №232

1999 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

ქ. ბაზელში 1989 წელს ხელმოწერილი „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ კონვენციასთან საქართველოს შეერთების თაობაზე

1. საქართველო შეუერთდეს ქ. ბაზელში 1989 წელს ხელმოწერილ კონვენციას „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შესახებ;

ბ) შეატყობინოს კონვენციის დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან შეერთებისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია