საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №148
1999 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
�საერთო სასამართლოების შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად:
1. ქედის, შუახევისა და ხულოს თითოეულ რაიონულ სასა�მარ�თლოში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობა განისაზღვროს 80 მსაჯულით.
2. ქობულეთისა და ხელვაჩაურის თითოეულ რაიონულ სასა�მართლოში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობა განისაზღვროს 160 მსაჯულით.
3. ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასარჩევ მსაჯულთა რა�ოდენობა განისაზღვროს 240 მსაჯულით.
ე. შევარდნაძე