თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2010-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-29
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.132.016021
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №37

2010 წლის 30 ნოემბერი

ქ. ბათუმი

თვითმმართველი ქალაქ ის – ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის თანდართული დებულება.

2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართ­ვე­ლი ქალაქის – ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ნოემბრის №20-6 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №167, 13.12.2007, გვ: 6).

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყ ­ნე ­ბისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე                          გ. კირთაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება № 7 – ვებგვერდი, 06.03.2013წ.

3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება № 29 – ვებგვერდი, 03.09.2013წ.

4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

5. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 201 4 წლის 1 4 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 17.04.2014წ.

       6. ძალადაკარგულია - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 4 წლის 2 9 აგვისტოს დადგენილება №21 - ვებგვერდი, 01 .0 9 .2014წ.

 

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის

არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმა­რების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეული.

2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის დებულების დამტკი­ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილების შესაბამისად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის არქი­ტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური, შემოკლებული დასახელებაა: ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სამსახურში შემავალი განყოფილებებისაგან.

5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებას, „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებას, საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს და წინამდებარე დებულებას.

6. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.

7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.

8. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.

თავი II. სამსახურის საქმიანობის პრინციპები

    მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;

ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონას­წორებით;

ვ) მიუკერძოებლობა;

ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა.

თავი III. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები

სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მშე­ნ­ე­ბ­ლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, რო­მ­ლე­ბიც როგორც წესი, იყოფა  სამ ურთიე­რ­თ­დამოკი­დებულ, მაგრამ ადმინი­ს­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მ­ო­­ების თვალსაზრი­სით დამოუკიდე­ბელ სტადიად: I სტადია – ქალაქ­თ­მ­შ­ე­ნ­ე­ბ­­ლო­ბ­ი­თი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირო­ბ­ე­ბ­ის დამ­ტ­კი­ცება); II სტადია – არქიტექ­ტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არ­ქ­ი­ტ­ე­ქ­ტ­ურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთა­ნ­­ხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა; 

ბ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი­ზე­ბ­ის ან ლე­გალიზებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შესა­ბა­მისი ადმინის­ტ­რა­ც­ი­ულ–სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკ­ვე­თე­ბის საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

დ) დადგენილი წესით  მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ე) დადგენილი წესით  უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობი­ე­ქ­ტის ლეგალიზების პროცესში ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მონაწი­ლე­ო­ბის უზრუნველყოფა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარ­მო­ება;

ზ) მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მო­მზადება;

თ) კონკურსებისა და აუქციონების ორგანიზება ქალაქ ბათუმის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განსახორციელებლად;

ი) ქალაქ ბათუმის მოსახლეობის ინფორმირება დარგში არსებული მდგომარე­ო­ბის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

კ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი, სამართ­ლებრივი, ეკო­ნ­ომიკუ­რი და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადებების შემუშავება მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყო­ფისათვის;

ლ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სარეკლამო და შემეცნე­ბითი მნიშ­ვ­ნე­ლობის მასალების მომზადება და გავრცელება ქ. ბათუმის ტერიტორიაზე;

ლ1) კერძო და იურიდიული პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამისი რეგულაციით დადგენილი ნორმების დაცვით, რეკლამების (გარე რეკლამის გარდა), აბრებისა და კონდიციონერების განთავსების შეთანხმება ქ. ბათუმის ტერიტორიაზე;

მ) სემინარებში, კონფერენციებში, ტრეინინგებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწი­ლე­ობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩატარების ორგანიზება;

ნ) თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

ო) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით და­დ­გენილ ვადებში და წესით განხილვა;

პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება;

ჟ) ურთიერთთანამშრომლობა, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შე­ს­ა­ბამის სტრუქტურებთან;

რ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯ­დო­მარის სხვა გადაწყვეტილებების და მერის სხვა დავალებების აღსრულება.

ს) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორ­ცი­ე­ლება.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №7 – ვებგვერდი, 06.03.2013წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №29 – ვებგვერდი, 03.09.2013წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

    მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ქ . ბათუმის მთავარი არქიტექ ­ ტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა

     1. ქ . ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ მომზადებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან   დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე , არქიტექტურული პროექტის , კონსტრუქციული ან / და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმე ­ ბის ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე , უნებართვოდ ან / და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი ­ ზე ­ ბის ან მასზე უარის თქმის თაობაზე ქ . ბა ­ თუ ­ მის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტის   ქალაქთმშენებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას იხილავს ქ . ბათუმის მთავარი არქიტექ ­ ტ ­ ო ­ რი .

     2. ქ . ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან   დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე , არქიტექტურული პროექტის , კონსტრუქციული ან / და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმე ­ ბის ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე , უნებართვოდ ან / და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი ­ ზე ­ ბის ან მასზე უარის თქმის თაობაზე ქ . ბა ­ თუ ­ მის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად აწვდის ქ . ბათუმის მთავარ არქიტექტორს შესაბამისი აქტის გამოცემამდე კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 7 ( შვიდი ) დღისა .

      3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან   დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე , არქიტექტურული პროექტის , კონსტრუქციული ან / და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმე ­ ბის ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე , უნებართვოდ ან / და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი ­ ზე ­ ბის ან მასზე უარის თქმის თაობაზე ქ . ბა ­ თუ ­ მის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავში - რებით ქ . ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ მი ­ ღებული გადაწყვეტილება სავალდე ­ ბულოა ქ . ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურ ­ ბ ­ ანული დაგეგმარების სამსახუ ­ რისათვის , რაც ნიშნავს , რომ :

      ა ) თუკი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ( ცვლილების ) ან   დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე , არქიტექტურული პროექტის , კონსტრუქციული ან / და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმე ­ ბის ( ცვლილების ) ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე , უნებართვოდ ან / და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი ­ ზე ­ ბის ან მასზე უარის თქმის თაობაზე ქ . ბა ­ თუ ­ მის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტი შეთანხმებული იქნა ქ . ბათუმის მთავარი არქიტექტო ­ რ ­ ის მიერ , რაც დასტურდება შესაბამისი ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის შეთანხმების გრაფაში ხელმოწერით ,  ქ . ბათუმის მერიის არქიტექტუ ­ რისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური ვალდებულია   ქ . ბა ­ თუ ­ მის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტი შესათანხმებლად წარუდგინოს ქ . ბათუმის მერს , ხოლო შემდგომ საბოლოო ხელმოწერისთვის   ქ . ბა ­ თუ ­ მის საკრებულოს თავმჯდომარეს ;

       ბ ) თუკი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ( ცვლილების ) ან   დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე , არქიტექტურული პროექტის , კონსტრუქციული ან / და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმე ­ ბის ( ცვლილების ) ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე , უნებართვოდ ან / და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალი ­ ზე ­ ბის ან მასზე უარის თქმის თაობაზე   ქ . ბა ­ თუ ­ მის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტი არ იქნა მოწონებული   ქ . ბათუმის მთავარი არქიტექტო ­ რ ­ ის მიერ , ქ . ბათუმის მერიის არქიტექტუ ­ რისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური ვალდებულია   მიღებული შენიშვნების შესაბამისად მოამზადოს შესაბამისი ქ . ბა ­ თუ ­ მის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტი   და განმეორებით წარუდგინოს ქ . ბათუმის მთავარ არქიტექტორს შესათანხმებლად და შემდგომ იმოქმედოს ამავე პუნქტის ,, ა “ ქვეპუნქტის შესაბამისად .

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №7 – ვებგვერდი, 06.03.2013წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №29 – ვებგვერდი, 03.09.2013წ.

    მუხლი 5. (ამოღებულია - 27.08.2013, №29)

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №7 – ვებგვერდი, 06.03.2013წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №29 – ვებგვერდი, 03.09.2013წ.

თავი IV. სამსახურის ხელმძღვანელობა

    მუხლი 6. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი).

2. სამსახურის უფროსს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

3. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;

დ) ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

დ1) ხელს აწერს ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილი ხარვეზების დადგენის შესახებ შესაბამის წერილებს და უგზავნის დაინტერებულ პირებს ერთიანი საქმისწარმოების წესით;

ე) საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, რომელზედაც ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს;

ზ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება საკრებულოს თავმჯდომარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციე–ლებად;

თ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში;

ი) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს თვითმ-მართველ ქალაქის – ბათუმის სამართლებრივი აქტების პროექტებს;

კ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე, თვითმმართველობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;

ლ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს საკრებულოს თავმჯდომარეს, ქალაქ ბათუმის მერს, მერის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულების, ასევე მერიის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს;

მ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;

ნ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

ო) ესწრება საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

პ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწი-ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

ჟ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ცალკეულ დავალებებს;

ს) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლება-მოსილება.

5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის წინაშე.

6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და მერის კურატორი მოადგილის წინაშე.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №7 – ვებგვერდი, 06.03.2013წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №29 – ვებგვერდი, 03.09.2013წ.

    მუხლი 7. სამსახურის უფროსის მოადგილეები და მისი უფლებამოსილებები

     1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე ( შემდგომში – უფროსის მოადგილე ).

      2. უფროსის მოადგილეებს „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ ­ ლებს მერი . მოადგილეებს შორის ფუნქციამოვალეობებს ანაწილებს სამსახურის უფროსი .

      3. უფროსის მოადგილეები :

     ა ) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევენ უფროსის მიერ განსაზღვრული განყოფილებების საქმიანობას ;

     ბ ) სამსახურის უფროსის არყოფნისას , უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციე ­ ლების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან / და გათა ­ ვისუფლებისას ქ . ბათუმის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთ - ერთი მოადგილე ასრუ ­ ლებს სამსახურის უფროსის მოვალეობას ;

     გ ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ხელწერით ადასტურებენ სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას , რაც არ ითვლება მერიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად ;

     დ ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულე ­ ბენ მერის   და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს ;

     ე ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწი ­ ნებულ სხვა ამოცანებსა და უფლება - მოვალეობებს .

      4. უფროსის მოადგილეების მიერ წინამდებარე დებულების მე -7 მუხლის   მე -3 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმიანობის კოორდინაციისა და ხელმძღვანელობის განხორ ­ ციელება გულისხმობს :

     ა ) პასუხისმგებელობას საკურატორო ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე ;

     ბ ) სამსახურის უფროსისადმი წინადადებების წარდგენას საკურატორო ქვედანაყოფის საკად ­ რო საკითხებთან დაკავშირებით , საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალი ­ სები ­ სა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების , მოსამ ­ სახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების , მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლი ­ ნებების , კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ;

     გ ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით საკურატორო ქვედანაყოფის საქმიანობის ორგა ­ ნიზებისა და დაგეგმვის წესის , ფორმებისა და მეთოდების , საკურატორო ქვედანაყოფის მოსამ ­ სახურეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრას ;

     დ ) საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტროლს ;

     ე ) სამსახურის უფროსისათვის საკურატორო ქვედანაყოფის მიერ მომზადებული საკითხების , წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას ;

     ვ ) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენას საკურატორო ქვედა ­ ნაყოფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ;

     ზ ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქალაქ ბა ­ თუ ­ მის მერის , მერის მოადგილის , სტრუქტურული ერთეულების , ასევე მერიის ტერი ­ ტორიული ორგანოებისათვის კონსულტაციების გაწევას ;

     5. უფროსის მოადგილეები მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით .

     6. უფროსის მოადგილეები პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე .

7. უფროსის მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 17.04.2014წ.

თავი V. სამსახურის სტრუქტურა

    მუხლი 8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ნებართვების გაცემის განყოფილება;

ბ) ქალაქგეგმარებისა და ურბანული განვითარების განყოფილება.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 9. ნებართვების გაცემის განყოფილების უფლებამოსილებები

1. ნებართვების გაცემის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას ( I სტადია);

ბ) უზრუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებუ­ლი ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას ( II სტადია);

გ) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციუ­ლი აქტების პროექტების მომზადებას ( III სტადია);

დ) (ამოღებულია - 26.06.2012, №31) ;

ე) უზრუნველყოფს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას;

ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ზ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან და უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას, უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და უფროსის მოადგილის წინაშე.

7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.

    მუხლი 10. ქალაქგეგმარებისა და ურბანული განვითარების განყოფილების უფლება­მოსილებები

1. ქალაქგეგმარებისა და ურბანული განვითარების განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი (ურბანული განვითარება) პროცესებისა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას;

ბ) უზრუნველყოფს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას;

ბ1) სამსახურის უფროსის დავალებით ამოწმებს წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტის შესაბამისობას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან;

გ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

დ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწი­ნებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას, უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყო­ფი­ლების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №29 – ვებგვერდი, 03.09.2013წ.

    მუხლი 11. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები

 ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) უფროსის მოადგილე;

გ) განყოფილების უფროსი;

დ) მთავარი სპეციალისტი;

ე) წამყვანი სპეციალისტი;

ვ) უფროსი სპეციალისტი;

ზ) სპეციალისტი.

თავი VI. სხვა დებულებები

    მუხლი 12. სხვა დებულებები

1. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში (მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნა ან/და სხვა საფუძვლით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება) ან გათავისუფლებისას, თუ მერის სამართ-ლებრივი აქტის საფუძველზე ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის უფლებამოსილების შესრულება არ დაეკისრა ქ. ბათუმის მერიის სხვა თანამშრომელს, ასევე ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების პერიოდიდან მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის უფლებამოსილების შესრულების სხვა თანამშრომლისათვის დაკისრების პერიოდამდე, წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები, ასევე მე-4 და მე-5 მუხლები არ მოქმედებს და ამ პერიოდში მთავარი არქიტექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტორისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი.

2. იმ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც წინამდებარე დებულებით მიეკუთვნა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს, მაგრამ წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულს, წინამდებარე დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.

3. ის გადაწყვეტილებები, რომლის მიღების უფლებამოსილება „ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ნოემბრის №20-6 დადგენილებით მიკუთვნებული ჰქონდა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს, წინამდებარე დებულების დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ითვლება წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული  ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №7 – ვებგვერდი, 06.03.2013წ.

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია