საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №137
1999 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 14 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 14 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევასთან ბრძოლის საკითხებზე თანამშრომლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ“ და „საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმებები.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;
ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე