საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში შექმნილ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უფლებების გაფართოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
130
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-04-10
გამოქვეყნების თარიღი
1999-04-15
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.002.001.
საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში შექმნილ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უფლებების გაფართოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №130

1999 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში შექმნილი საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უფლებების გაფართოების შესახებ

საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე და ქვეყანაში ერთიანი ფისკალური პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიენიჭოს ფისკალური სფეროს კოორდინატორის უფლებამოსილება.

2. ფისკალური სფეროს კოორდინირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) უზრუნველყოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის ფორმირება, რომლის ანალიზის საფუძველზეც გამოავლინოს ქვეყნის ეკონომიკაში არსებული რეზერვები და განსაზღვროს მათი ამოქმედების ღონისძიებები.

3. საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო დეპარტამენტებმა უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმითა და წესით მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია