„სასაზღვრო საბაჟო ორგანოები, რომელთა გავლითაც არ უნდა მოხდეს სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1777
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.009698
„სასაზღვრო საბაჟო ორგანოები, რომელთა გავლითაც არ უნდა მოხდეს სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.009.698

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №№1777–2-226–323/ნ

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

სასაზღვრო საბაჟო ორგანოები, რომელთა გავლითაც არ უნდა მოხდეს სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა

საქართველოს საბაჟო კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

1. სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებართვებისა და სერტიფიკატების საფუძველზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა არ განხორციელდეს სასაზღვრო-საბაჟო ორგანოების – ,,ახკერპის“, ,,მტკვარის“, ,,სამთაწყაროს“ გავლით.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

პ. ცისკარიშვილი

ვ. ჭიპაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია