საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა თანამდებობრივი განაკვეთების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
129
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-04-10
გამოქვეყნების თარიღი
1999-04-15
სარეგისტრაციო კოდი
110.040.000.05.002.001.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა თანამდებობრივი განაკვეთების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №129

1999 წლის10 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა თანამდებობრივი განაკვეთების შესახებ

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 700 ლარი;

ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 665 ლარი;

გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 630 ლარი;

დ) უზენაესი სასამართლოს წევრი – 595 ლარი.

2. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული თანამდებობრივი განაკვეთებით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდეს 1999 წლის 1 იანვრიდან.

3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია