,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-04
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.154
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №20

2005 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ., №58, მუხლი 501) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) ,,გ.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ა) დაინტერესებული ორგანოებისა და დაწესებულებების მონაწილეობით დასაქმების პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და მათი განხორციელების ზედამხედველობა;”;

ა.ბ) ,,ე.ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.ე) მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებისა და პროგნოზების შედგენა-შემუშავება, მათი განხორციელების ზედამხედველობა;”.

ა.გ) ,,ე.ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.ვ) პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის სოციალური დახმარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ზედამხედველობა;”;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო”.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                          ზ. ჟვანია

კრებსითი — სრული ვერსია