საქართველოს მთავრობის
დადგენილება №367
2010 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №60, მუხ. 526) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის პირველი დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური