შორ მანძილზე ჰაერის ტრანსასაზღვრო დაბინძურების შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 1979 წლის 13 ნოემბერის კონვენციასთან შეერთების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-01-13
გამოქვეყნების თარიღი
1999-02-05
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.001.
შორ მანძილზე ჰაერის ტრანსასაზღვრო დაბინძურების შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 1979 წლის 13 ნოემბერის კონვენციასთან შეერთების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №8

1999 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 1979 წლის 13 ნოემბრის კონვენციაზე მიერთების თაობაზე

1. მიერთების მიზნით დამტკიცდეს „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ გაეროს ევროპის კომისიის 1979 წლის 13 ნოემბრის კონვენცია.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული კონვენციის დამტკიცება;

ბ) შეატყობინოს გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიას პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან მიერთებისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია