"საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 12 მარტის №1-1/320 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1874
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-06
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.024.016022
"საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 12 მარტის №1-1/320 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1874

2010 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური გა ნ ვითარების მინისტრის 2010 წლის 12 მარტის №1 - 1/320 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ :

    მუხლი 1

 „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 12 მარტის №11/320 ბრძანებაში (სს მ III, 12.03.2010 წ., №27 , მუხ. 409) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” .

2) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ ს” ქვეპუნქტის შესაბამისად,” .

3) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი . ” .

4) ბრძანებ ით დამტკიცებული „ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი” .

5) ბრძანებ ით დამტკიცებული „ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი”-ს პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გა ნ ვითარების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირების გავლის წესს . ” .

6) ბრძანებ ით დამტკიცებული „ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი”-ს დანართი №1-ს სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – განაცხადი სტაჟირებ ის გავლის შესახებ ” ;

7) ბრძანებ ით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დანართი №1- ის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 12. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ სამი სტრუქტურული ქვედანაყოფი პრიორიტეტის მიხედვით.” .

8) ბრძანებ ით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ დანართი №2

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

სტაჟირების გავლის დამადასტურებელი

მ ო წ მ ო ბ ა

 

გადაეცა

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი)

 

მასზე, რომ მან 20 წლის „ „ ––––– დან 20 წლის „ „ –––––––– მდე

 

გაიარა სტაჟირება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი)

 

თარიღი „ „ ––––––––– 20 წ.

––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––

უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერა

 

მოწმობა გაიცა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის                  №1-1/320 ბრძანების შესაბამისად

 

                                                                                                                            “.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე  ა. კეკელია                         

კრებსითი — სრული ვერსია