„სააქციო საზოგადოება ,,თელასის" აქციათა 75 პროცენტის პრივატიზების შედეგად მიღებული თანხის განაწილების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
720
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-12-29
გამოქვეყნების თარიღი
1998-12-31
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.001.
„სააქციო საზოგადოება ,,თელასის" აქციათა 75 პროცენტის პრივატიზების შედეგად მიღებული თანხის განაწილების შესახებ"

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №720

1998 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა 75 პროცენტის პრივატიზების შედეგად მიღებული თანხის განაწილების შესახებ

საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტით 1998 წლის დეკემბერში განსაზღვრულ გადაუდებელ ღონისძიებათა დაფინანსების საკითხების გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა 75 პროცენტის პრივატიზების შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალურ გამანაწილებელ ანგარიშზე მიღებული შემოსავლიდან საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის გადასაცემი (2 პროცენტი) თანხის გამოკლების შედეგად დარჩენილი თანხიდან საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში მიიმართოს 75 პროცენტი და ქ. თბილისის ბიუჯეტში – 25 პროცენტი.

ე. შევარდნაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია