რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
717
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-12-28
გამოქვეყნების თარიღი
1999-01-28
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.05.002.001.
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №717

1998 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ

1. „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საწარმოთა საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით 1998 წლის 1 სექტემბრიდან რესტრუქტურიზებულ იქნეს სააქციო საზოგადოებებზე: „ბამბის ნართი“, მზიური“, თბილაბრეშუმი“ ცისარტყელა“, „ელექტრომექანიკოსი“, „ლელო”, „კოლხური აბრეშუმი“, „სხმული“ და „კამვოლნართი“, ქარხანა „ელექტროშედუღებაზე“, სახაზინო საწარმო „ორიონზე“, მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის, სამეცნიერო საკვლევ, საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ „მეტსზე“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე: „განთიადი“ და „ჯორჯიან მინერალ ვოთერს-GMW“-ი 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები დანართის შესაბამისად.

2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია