"აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-07
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.110.016013
"აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2010 წლის 26 ნოემბერი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2010 წლის 22 ოქტომბრის №102 სამართლებრივი შენიშვნის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”, კერძოდ:

ა) ამოღებულ იქნეს დებულების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი და მე-4 მუხლი.

2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                      დ. თოფურია

კრებსითი — სრული ვერსია