საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №10 55
2010 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ , რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №917 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №917 ბრძანებით (სსმ III, №140, 29.10.2010წ., მუხ. 2013) დამტკიცებული წესის მე -2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ; თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამისი დანაყოფები ; საქართველოს პროკურატურა ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას ; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ; ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურები ; საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურები;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . მერაბიშვილი