საქართველოს საფოსტო მარკის მიმოქცევაში გაშვების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი
2002-05-02
გამოქვეყნების თარიღი
2002-05-17
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.11.115.005.284
საქართველოს საფოსტო მარკის მიმოქცევაში გაშვების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.284

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების

მინისტრის ბრძანება №43

2002 წლის 2 მაისი

ქ. თბილსი

საქართველოს საფოსტო მარკის მიმოქცევაში გაშვების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2002 წ. 15 მაისიდან დადგენილ და გაშვებული იქნეს მიმოქცევაში, შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკა:

ა) „ლტოლვილები” – 1 მარკა, ავტორი გ. ცხოვრებაძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 52X29მმ; ნომინალური ღირებულება 50 თეთრი; ტირაჟი 20 ათს. ცალი; ფურცელში 10 მარკა (2X5).

მარკა №305

ნომინალი 50 თეთრი

 

 

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია