"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
54
მიმღები ორგანო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-24
სარეგისტრაციო კოდი
120260000.35.169.016025
"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №54

2010 წლის 30 ნოემბერი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 - ე მუხლის 1 - ლი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 - ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1 . დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანდართული დებულება .

2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 მაისის №55 დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შექმნის , მისი დებულების დამტკიცებისა და „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ადგილობრივი სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 18 იანვრის №16 დადგენილების არარად აღიარების შესახებ“.

3 . დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

4 . დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში ( ქ . დედოფლისწყარო , კიკვიძის ქ . №2 ) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში .

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         ლ. ბაღაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.     ძალადაკარგულია - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 4 წლის 24 ივლისის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 30.0 7 .201 4 წ.

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის

დებულება

    მუხლი 1 . მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

1 . დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ( შემდგომში „სამსახური” ) წარმოადგენს დედოფლისწყაროს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას .

2 . სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ “, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” , და „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონების , დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით , ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3 . სამსახურს აქვს ბეჭედი , შტამპი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები .

4 . სამსახურის იურიდიული მისამართია : ქ . დედოფლისწყარო , კიკვიძის ქ . №6 .

5 . სამსახური ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით .

    მუხლი 2 . სამსახურის სტრუქტურა

1 . სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელე ებისაგან .

2 . სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე - 14 მუხლით , ამ დებულებით და სამსახურის უფროსის შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით .

    მუხლი 3 . სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია :

1 . მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა , სამხედრო სამსახურისთვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება .

2 . ახალგაზრდებთან პატრიოტულ - აღმზრდელობითი მუშაობა .

3 . მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების გაკონტროლება .

4 . სამობილიზაციო რესურსების – რეზერვის ოფიცრების , სერჟანტების , კაპრალების და რიგითების აღრიცხვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა .

5 . წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა აღრიცხვა .

6 . ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი .

7 . მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;

8 . სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ - გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა .

9 . ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაცია , სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსების ხარჯზე , საჯარო - სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება .

10 . თეორიული მეცადინეობის მოწყობა თანამშრომლებთან , რომლებიც მიმაგრებულნი არიან სამხედრო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს .

11 . სამართალდამცავ ი ორგანოებისთვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ , რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობის და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს .

12 . მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება .

    მუხლი 4 . სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა

1 . სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი .

2 . სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის სტრუქტურით და საშტატო ნუსხით .

3 . სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა - გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად .

4 . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას , მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით , ასრულებს ერთ - ერთი მთავარი სპეციალისტი .

5 . სამსახურის საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა - ანგარიშგებას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური .

დასკვნითი დებულე ბები

    მუხლი 5 . დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა , სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1 . დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით .

2 . სამსახურის რეორგანიზაცია და მისი საქმიანობის შეწყვეტა ( ლიკვიდაცია ) ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით .

 

კრებსითი — სრული ვერსია