საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №625
1998 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიური საქმიანობის მოწესრიგების შესახებ
ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის ნორმალიზაციისა და უნიფიკაციის მიზნით:
1. ნორმატიული ტერმინოლოგიური ლექსიკონები გამოიცეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თანხმობით.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა და სხვა სახელმწიფო უწყებებმა ეს ბრძანებულება გააცნონ მათდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს.
ე. შევარდნაძე