თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება № 55
2010 წლის 24 ნოემბერი
ქ. ქუთაისი
„ქალაქ ქუთაისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2010 წლის 12 ოქტომბრის საქართველოს №3661 კანონით შეტანილ იქნა ცვლილება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში, კერძოდ, შეიცვალა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების ზღვრული ოდენობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის I პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეიცვალოს „ქალაქ ქუთაისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 იანვრის №17 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2100 ლარით;“.
მუხლი 2
შეიცვალოს „ქალაქ ქუთაისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 იანვრის №17 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4500 ლარით;“.
მუხლი 3
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიას /კომისიის თავმჯდომარე რ.ქორჩილავა/.
მუხლი 4
დადგენილება გამოქვეყნდეს საინფორმაციო საშუალებებით.
მუხლი 5
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 6
დადგენილების ასლი გამოქვეყნებისთანავე გაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ამავე სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი