საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №511
1998 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის 1998 წლის 1 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების და ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და რუმინეთის მთავრობას შორის 1998 წლის 1 ივლისს ხელმოწერილი ქვემოთ აღნიშნული შეთანხმების და ოქმის ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს:
ა) „შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;
ბ) „ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ეროვნულ არქივებს შორის“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების და ოქმის დადება;
ბ) შეატყობინოს რუმინეთის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებისა და ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე